თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა

პუბლიკა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს,  ბინა დაკეტილი იყო და შიგნით არავინ იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავeბულა.

„ხანძარი არ ფიქსირდება. ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამოშლილია შეკიდული ჭერი. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.