თენგიზ ცერცვაძეს ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში დაბადების დღე მიულოცეს

პუბლიკა

თენგიზ ცერცვაძეს ჟურნალისტებმა  დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცეს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საქართველოში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.


თენგიზ  ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა შეცვლილი არ არის.  ჯამში სულ 33 ინფიცირებულია. 28 წევს ინფექციურში, დანარჩენები – სხვადასხვა კლინიკაში. 3 საჩხერეში მკურნალობს, ორი – სხვა მიმღებ კლინიკებში. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის თქმით, პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა გაჭიანურდა, დღეს გაეწერა და ის 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.