თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა.

თენგიზ სიგუა 1990-1991 წლებში იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, შემდგომ ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.