თეონა აქუბარდია: ვაჩერებდი კაც დეპუტატებს „ოცნებიდან“, ქალებს ესროდნენ წიგნებს

პუბლიკა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ.

სხდომის დაწყებამდე დარბაზში დეპუტატებს შორის იყო ხმაური და დაპირისპირება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ჟურნალისტებს ეუბნება „ოცნების“ კაცი დეპუტატები ქალებს წიგნებს და ბოთლებს ესროდნენ.

მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი სასტიკად ნაცემ ენმ-ს თავმდჯომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან „ყალბი“ წუხილის გამოსახატად მივიდა, რაზეც თინა ბოკუჩავამ უთხრა, რომ „ეს არავის სჭირდებოდა”.

აქუბარდიას თქმით, დიმიტრი ხუნდაძემ დაიწყო წიგნის სროლა, რასაც მოჰყვა უკვე დაპირისპირება.

„ფიზიკური ცემა-ტყეპაა, ქალებს ესვრიან წიგნებს, ბოთლებს… პაპუაშვილი მივიდა ხაბეიშვილთან, უნდოდა ეთქვა, რომ წუხს. შემდეგ თინა ბოკუჩავა მივიდა – შენი წუხილი არავის სჭირდებაო, დაიწყო შემდეგ ჩხუბი, ქალებს ესვრიან ბოთლებს, მიდის ფიზიკური ჭიდაობა. ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი, აღარც დემოკრატია. ვაჩერებდი კაც დეპუტატებს „ოცნებიდან“, ქალებს ესროდნენ წიგნებს”, – თქვა აქუბარდიამ.

მედიის წარმომადგენლებს სხდომის დაწყებამდე, მაშინ, როცა ფიზიკური დაპირისპირება იყო, დარბაზში არ უშვებდნენ.