თერჯოლაში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

პუბლიკა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. ეწყობა 5 ბლოკსაგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია გაკონტროლდება. მოსახლეობას ღვანკითის დატოვება არ შეუძლია. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გადავწყვიტეთ, რომ  სოფელი მთლიანად დაიკეტოს გარკვეული პერიოდით. შესაბამისად, დილის 6 საათიდან ეწყობა ბლოკსაგუშაგოები. სულ მოეწყობა 5 საგუშაგო“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

მისი განცხადებით, ამ სოფლიდან COVID-ინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა.