ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეების საყურადღებოდ! - NCDC

პუბლიკა

COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

„ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება.

ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება…

საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით.

უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile