თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პუბლიკა

თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად 6 ადამიანი იყო დაკარგული. ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უწყების ცნობით, დაშავებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიიდან გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.