დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი შაბათს საღამოს, 25 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც მამაკაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის თქმით, ეჭვმიტანილმა, დაახლოებით 31 წლის კოულ ტომას ალენმა საიდუმლო სამსახურის აგენტს თოფიდან ესროლა, თუმცა მალევე დააკავეს. ოფიციალური პირების თქმით, ის მარტო მოქმედებდა, შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით. როგორც შემდგომ გამოცემა CBS-მა დაწერა, თავმდამსხმელის სამიზნე არა უშუალოდ ტრამპი, არამედ მისი ადმინისტრაცია იყო. უცნობია მოტივი. მოგვიანებით გაურკვა, რომ თავმდასხმელი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, არის კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ნახევარ განაკვეთზე მასწავლებლად მუშაობდა, და ასევე ქმნიდა თამაშებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ დაშავებული ოფიცერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტით იყო დაცული და ამჟმად ის „კარგ მდგომარეობაშია”. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, დონალდ ტრამპმა გამოსვლაში მას „ავადმყოფი” ადამიანი უწოდა.
Reuters-ის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც დაახლოებით 2600 ადამიანი დაესწრო, გაუქმდა. სროლა 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის წინააღმდეგ ორი მკვლელობის მცდელობის შემდეგ მოხდა.
ვახშამი ვაშინგტონ ჰილტონში იმართებოდა, სადაც 1981 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმის მცდელობა მოხდა.
გამოცემის თანახმად, ტრამპის წლევანდელ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილს პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. აქამდე ის ბოიკოტს უცხადებდა აღნიშნულ ღონისძიებას. ვახშამს ასევე ესწრებოდა ჯეიდი ვენსიც.
მან ბოიკოტი გამოუცხადა ვაშინგტონ ჰილტონში გამართულ ღონისძიებას თავისი პირველი ვადის განმავლობაში და კვლავ 2025 წელს. თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამი წელიწადში ერთხელ იმართება, მას ესწრებიან პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ცნობადი ადამიანები.