თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება     

ZEG Tbilisi Storytelling Festival, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi და Coda Storyის მიერ 2019 წელს დაარსდა, თიბისი დაარსების დღიდანვე ფესტივალის მხარდამჭერია. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიებიეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება

წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩისატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის The Death of Stalin), მარია რესა – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსიერთერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPNის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30 კრეატიული დირექტორი, ფედონა პაპამიქაელიოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა –  Ukrainska Pravda მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური Magnumის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნიCBS Newsის ვიცე პრეზიდენტი, ჯო საბია – Vogue’s 73 Questionsის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენიPokémonის ხმა და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prizeის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: 

ბილეთები: http://tkt.ge/ZEGFestival 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story; ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, Visa, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო.