ჯანდაცვის მინისტრს ეკა ტიკარაძეს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია – ამის შესახებ „პუბლიკას” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ წლის ბოლომდე ტიკარაძე მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
საქართველოს კანონის მიხედვით, მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისას; მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს. სწორედ აღნიშნული განცხადება არ დაუწერია ტიკარაძეს.
ტიკარაძემ გუშინ, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და საქმიანობას პარტია ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.