TikTok-ის ხელმძღვანელობამ ელჩთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა - საგარეო უწყების სპიკერი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელ TikTok-ზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

„ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც ცენტრალურმა აპარატმა, ასევე საელჩომ ჩინეთში აქტიური სამუშაოები გასწია. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები როგორც ჩინეთში, ასევე პეკინში, მათ შორის, ჩვენმა ელჩმა შეხვედრა გამართა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მალევე გამოსწორებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.