Time-მა წლის ადამიანად გრეტა თუნბერგი დაასახელა

პუბლიკა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა 2019 წლის ადამიანად გრეტა თუნბერგი დაასახელა. ჟურნალი წლის ადამიანად ირჩევს მას, ვინც ყველაზე მასშტაბური გავლენა მოახდინა  მსოფლიო მოვლენებზე, დადებითი ან უარყოფითი კუთხით.

16 წლის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი კლიმატის დასაცავად გლობალური გაფიცვისთვის შთაგონების წყარო იყო. მან გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერები ახალგაზრდა თაობის ღალატში დაადანაშაულა, რადგან მათ ყურადღება არ დაუთმეს კლიმატური კრიზისის შედეგებს. ამის საპასუხოდ მწვანე აქტივისტს პრეზიდენტმა ტრამპმა დასცინა.

„გრეტა თუნბერგი არის შეხსენება იმისა, რომ ახალმა თაობამ, რომელიც მემკვიდრეობით იღებს დისფუნქციურ ხელისუფლებებს, ჩამოშლილ ეკონომიკასა და საცხოვრებლად უვარგის პლანეტას, იცის, რამდენად დააღალატეს უფროსებმა“, – წერს Time

თუნბერგთან ერთად წლის ადამიანის ტიტულზე ნომინირებულ 10 კანდიდატს შორის დონალდ ტრამპიც იყო. გასულ წელს აღნიშნული ტიტული დევნილ ჟურნალისტთა ჯგუფს მიენიჭა, მათ შორის, ჯამალ ხაშოგს, მოკლულ დისიდენტს, რომელიც Washington Post-ის რეპორტიორი იყო.