თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ – დეპუტატი ირაკლი შოთაძეს

პუბლიკა

„პროფესიამ გაჟღენთვა იცის და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე“, – მიმართა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ.

სიმონ ნოზაძემ ირაკლი შოთაძე შეაქო და მადლობა გადაუხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებსა და სტუდენტებში კარგი რეპუტაცია მოიპოვა.