თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან - რაჭველიშვილი წულუკიანს

პუბლიკა

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კონსერვატორიაში რეფორმასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი,ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს ფუნქციას”- თქვა კულტურასა და ხელოვნებაში დიდად გათვიცნობიერებულმა „ხელოვანმა”.

თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა ა რ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს.

ვინც თქვენ არ გემორჩილებათ ყველას რეპრესიები მოუწყეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა, სამწუხაროდ, “- წერს ის.