„თქვენთან ერთად სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ მივდივართ" - ლავროვი ჩინეთში ჩავიდა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა. ის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მართავს. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში სერიოზულ ეტაპზე ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპის შემდეგ ვითარება უფრო ნათელი გახდება. ჩვენ თქვენთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მივდივართ მრავალპოლუსიანი, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტაბილურად და თანმიმდევრულად განვითარდეს რუსეთის ურთიერთობა“, – ამის შესახებ სერგეი ლავრომა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრაზე მიმართა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 18 მარტს ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის”, რომლითაც ის „დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას” და „ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ ზომები მივიღოთ“.