ტრუდო: ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ ირანისგან პასუხებს არ მივიღებთ

პუბლიკა

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ირანის მიერ ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავში დაღუპულთა გამო სამართლიანობას აღადგენს. მან პირობა დადო, რომ ირანისგან მიიღებს პასუხებს – იუწყება BBC.

ირანმა აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 57 კანადელი.

„ეს ტრაგედია არასდროს არ უნდა მომხდარიყო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ წარმოუდგენლად რთულ დროში. თქვენ მიზნად დაგვისახეთ, რომ მივყვეთ სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა ტრუდომ 2300-კაციანი პუბლიკის წინაშე და დასძინა: ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პასუხებს არ მივიღებთ.

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ირანში მესამე დღეა ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტს პრეზიტენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა Twitter-ზე – „ნუ დახოცავთ ირანელ ხალხს!“ – მოუწოდებს ტრამპი ირანის ხელისუფლებას.