თსუ-ის რექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსში გია შარვაშიძეც მონაწილეობს

პუბლიკა

თუს-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტთა რეგისტრაცია 2020 წლის 29 ივლისს დასრულდა. რექტორის არჩევის დღედ 4 აგვისტო განისაზღვრა. გასაუბრება გაიმართება 4 აგვისტოს zoom-ის მეშვეობით. რექტორის არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მონაწილეობენ: გიორგი ბარამიძე, მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე და ცირა ბარამიძე.

თსუ-ის გვერდზე შეგიძლიათ, იხილოთ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი კონცეფციები, უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით.

კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეა მოქმედი რექტორი გია შარვაშიძე, რომლის სადისერტაციო ნაშრომში შესაძლო პლაგიატის თემაზე  „თავისუფლების მონიტორმა“ გადაცემა მოამზადა.

გადაცემის მიხედვით, შერვაშიძემ 15 წლის წინ მომზადებულ სადისერტაციო ნაშრომში ბროშურა უცვლელად გადაიტანა.

21 იანვარს კი იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ გამოცემული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი და ის სადისერტაციო ნაშრომის 34%-ს წარმოადგენს.

თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი,   გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომში სხვა ტექსტებთან თანხვედრა მხოლოდ 8%  იყო და თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ პლაგიატი არ დაადგინა.