თუ ადამიანური შიშები აქვთ, მზად ვარ, მათთან ერთად მივიდე სააკაშვილთან - მანჯგალაძე „ოცნების“ დეპუტატებს

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი და საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრი პაატა მანჯგალაძე მოუწოდეს კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან, მონახულონ ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„ვერ ჩამოყალიბდნენ [„ოცნებაში“] თავისუფალი ურჩევნიათ, პატიმრობაში ურჩევნიათ [სააკაშვილი] და ზოგადად, არ გამოვრიცხავ, არსებობდნენ ადამიანები „ქართულ ოცნებაში“, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ იქნება სააკაშვილი, არ იქნება მათთვის პრობლემა პოლიტიკურად, ამიტომ არავის არ ვურჩევ სიცოცხლით და ჯანმრთელობით თამაშს, მით უმეტეს, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, მე მართლა მოვუწოდებ ადამიანურად ჩემს კოლეგებს, ვისაც სთხოვა მესამე პრეზიდენტმა შესვლასთან დაკავშირებით, შევიდნენ აუცილებლად. არამგონია რამე შიშები არსებობდეს ამ მიმართულებით პირადი ან ადამიანური, თუ ასეთი შიშები აქვთ, მზად ვარ, მათთან ერთად მივიდე სააკაშვილთან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.


გუშინ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ექიმ წევრებს მიმართა, რომ მოინახულონ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა, რომ ის სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს და მისი პოზიცია განცხადებით განმარტა.