თუ ამის სურვილი ექნება, მე ყოველთვის მზად ვარ, მივიდე და შევხვდე სააკაშვილს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადყოფნას გამოთქვამს, მოინახულოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუ მას ამის სურვილი ექნება. ამის შესახებ იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„არსებობს კონსილიუმი სახალხო დამცველთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად აფასებს. რა თქმა უნდა, მე ვაპირებ მათ შევხვდე და მოვისმინო, კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას.

ვაპირებ, შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახის წევრებსაც და მათი მოსაზრებები მოვისმინო. თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას. მისი სურვილის შემთხვევაში….. მე ყოველთვის მზად ვარ, მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება“, — განაცხადა იოსელიანმა.