თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო – ავთანდილ წერეთელი

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთელის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ უცნობი პირები დაემუქრნენ.

„ყოველ დღე დავდივარ ლისის ტბაზე სავარჯიშოდ. მეორე წრეზე ვიყავი,  2 ახალგაზრდა გადამიდგა წინ. კამერებმა დააფიქსირა ის ორი ტიპი. თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა „ტელეკომპანია პირველთან“.

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ სამართალდამცავებს ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.

„ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას“, – ამბობს ვახტანგ წერეთელი.

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა ინფორმაცია.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

https://www.facebook.com/vato.tsereteli.712/posts/696198111275656