თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო – ავთანდილ წერეთელი

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთელის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ უცნობი პირები დაემუქრნენ.

„ყოველ დღე დავდივარ ლისის ტბაზე სავარჯიშოდ. მეორე წრეზე ვიყავი,  2 ახალგაზრდა გადამიდგა წინ. კამერებმა დააფიქსირა ის ორი ტიპი. თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა „ტელეკომპანია პირველთან“.

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ სამართალდამცავებს ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.

„ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას“, – ამბობს ვახტანგ წერეთელი.

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა ინფორმაცია.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები მოგკლავთო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia დროზე !!!!!!!!!!!

Posted by Vato Tsereteli on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020