თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე - სააკაშვილი ივანიშვილს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ბიძა, თემურ ალასანია „დაკითხვაზე დაიბარეს“.

„ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში“, – წერს სააკაშვილი.

მედიამ გუშინ, 15 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საერთაშორისო აერტოპორტში ჩამოფრინდა. მას მედიის შკითხვებისთვის არ უპასუხია.

„ენმ-ის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ალასანია დისშვილის ბედითაა დაინტერესებული და ოჯახის წევრს გულშემატკივრობს.