თუ ეს ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს ან სადმე სცემეს, გამოიძიებენ, თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა - გომელაური ნარსიაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქუთაისში ბანკში შეჭრისთვის დაკავებულმა გრიგოლ ნარსიამ სახეზე დაზიანებები დაკავების ოპერაციის დროს მიიღო.

გომელაური ამბობს, რომ ნარსიას პირადად შეხვდა, თუმცა რაზე ესაუბრა, არ გაამხილა.

გომელაურმა აღწერა, რომ ნარსია დაკავების დროს სამართალდამცველებს არ დაემორჩილა, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ძირს დააწვინეს.

„ფოტო არ მინახავს. რომ ავედით დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, ვესაუბრე, რაზე, არ ვიტყვი. დაზიანებები დაკავების დროს ჰქონდა მიღებული. არის სამსახურები და თუ ეს ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს ან სადმე სცემეს ან ზეწოლა იყო, იჩივლებს, საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები [სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა] გამოიძიებენ, თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, – განაცხადა მინისტრმა.

გრიგოლ ნარსიას დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს და მოგვიანებით ფოტოც გაასაჯაროეს.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება შეისწავლის მისი დაზიანების გარემოებებს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile