თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს, შეტევა მიდის ეკლესიაზე – ეპისკოპოსი იაკობი

პუბლიკა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეტევა მიდის ეკლესიაზე და თუკი პოლიტიკოსები „გონს არ მოეგებიან“, მისგან მიიღებენ პასუხს.

„ მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, აბსოლუტურად ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა, სხვა არის, რამეს რომ დავაშავებთ და გამოდიხართ და ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითოთ, თუ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ჩემს ცუდ საქციელზე ილაპარაკოთ. რამდენი ხანია, დამთავრდა. გული გაუსკდა ხალხს, რომ კლასტერი არ გაჩნდა ეკლესიის. ძალიან ხომ უნდოდათ ვიღაცებს. ძალიან უნდოდათ პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ეგ ვიცი და ჭკვიანად უნდა იყვნენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეპისკოპოსმა იაკობმა.