თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობაზე - სააკაშვილი

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ხვალიდან დეპუტატების მასთან შესვლას არ დაუშვებენ,  უარს აცხადებს მკურნალობის კურსზე.

„უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი“,- აცხადებს  სააკაშვილი.

სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.