„თუ მართლა გჯერათ ხელისუფლების პრორუსულობის, ავტომატი უნდა გეჭიროთ ხელში" - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას მართლა სჯერა ხელისუფლების „პრორუსულობის”, ხელში „ავტომატი უნდა ეჭიროთ და ამ ხელისუფლებას ამხობდნენ”. ამის შესახებ მან გუშინ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს ისაუბრა.

„რიტორიკულადაც რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს რომ თავი მოაქვთ რუსეთისა და პრორუსულობის ძახილით, უკვე კომიკურად რომ იქციეს თავი – როგორ ფიქრობთ, ეს აღიარებაა ლეგიტიმაციის, როდესაც ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულს ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას უნდა ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ.

ესე იგი, არ გჯერათ, რახან ასე ცივილური ურთიერთობა გვაქვს და თუკი არ გჯერათ ამ ზღაპრის პრორუსულობასთან დაკავშირებით, მაშინ რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ მისი ე.წ. პრორუსულობის გამო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.