„ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, რადგან ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე შეკითხვას.
ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“.
სალომე ზურაბიშვილმა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებას შორის გუშინდელი შეთანხმებაც შეაფასა და თქვა, რომ ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.