თუ მოკლე მანძილზე გადაადგილდება ადამიანი, სჯობს, ფეხით გადაადგილდეს - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების რეკომენდაციებით, მოქალაქეები, რომლებიც მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან, სასურველია, უპირატესობა მიანიჭონ ფეხით სიარულს. მათ ასე უპასუხეს შეკითხვას, რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სჯობს მგზავრობა ავტობუსით, მარშუტკით თუ მეტროთი.

პაატა იმნაძის განმარტებით, თუ მოკლე მანძილზე გადაადგილდება ადამიანი, სჯობს ფეხით გადაადგილდეს; სჯობს დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც ტრანსპორტი მართლა სჭირდება. „ჩვენ იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებიან შორ მანძილზე, სჯობს მათ დავუთმოთ ტრანსპორტი”.