თუ პოლარიზაცია გაღრმავდა, დავტოვებ მანდატს – კაკი ზოიძე

პუბლიკა

კაკი ზოიძის თქმით, პლებისციტის დანიშვნაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას შეუწყობდა ხელს, თუმცა იმედოვნებს, რომ  მოლაპარაკების რესურსი დარჩენილია და შესაძლოა, პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ის დეპუტატის მანდატს დატოვებს. მისივე თქმით, ის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

„პლებისციტი ვითარების დეესკალაციისთვის კარგი გამოსავალი იყო. ცუდია, რომ გუნდმა ეს აზრი არ გაითვალისწინა. დაპირისპირების პოლიტიკაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, რესურსი მოლაპარაკებისა არსებობს თუ არა. თუ ესკლაციაში გადავიდა, მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ძალაში რჩება ის, რაც ვთქვი. მე ვერ დავრჩები დაპირისპირების პოლიტიკაში. თუ უახლოეს მომავალში დეესკალაციისკენ წავიდა სიტუაცია, მაშინ კიდევ ერთხელ გადავიაზრებ, სხვა შემთხვევაში მომავალ კვირას ვილაპარაკოთ. წამოსვლაზე ადვილი არაფერია. თუ გადავა ნორმალურ პოლტიკურ კალაპოტში ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, მაშინ შეიძლება, გადავიაზრო, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ ჩემი გადაწყვეტილება ძალაშია და ჩემი ადგილი ასეთ პოლიტიკაში არ არის. საუბარია მანდატისა და პოლიტიკის დატოვებაზე“, – განუცხადა კაკი ზოიძემ „პუბლიკას“.