ზოიძე „ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე რეფერენდუმს სთავაზობს

პუბლიკა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სთავაზობს მიიღონ ზომები, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს რეფერენდუმი ან პლებისციტი 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება, პრევენციას გაუკეთებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის გაღრმავებას, არ შეძენს ამას შეუქცევად ხასიათს და რეალურად ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვებს.

მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ოცნების იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს არ დეჭირათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის მხარი, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ საზოგადოებასთან სამუშაოდ“,- განაცხადა ზოიძემ.