თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი - ჰარისი

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი უკრაინასა და რუსეთზე განცხადებას ავრცელებს.

მიმართვაში რაიან ჰარისი რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

„დეკემბრის შემდეგ მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.

ამ კვირის დასაწყისში რუსეთს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებდნენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცი რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ. 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს, როგორც სახეწლმიფომ მდივანმა ბლინკენმა თქვა მოქმედებების სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებსმ “- ამბობს ის.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, რუსეთის სიტყვების მიუხედავად,  ახლა მზადყოფნაშია, რუსული 150 000 სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლიათ.

მისივე თქმით, ზუსტად უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის.

„აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას.

რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსეთმა ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს.

უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ.

ამერიკის შეერთებული შტატები უკარინის გვერდით იდგება. ის ასევე იდგება საქართველოს გვერდითაც,  რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება.

თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, აშშ-ისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი.

ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას. ჩვენ გვირჩევნია, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიას და სხვა მრვალ გადაუდებელ საერთო პრობლემას.

დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, “_ განაცხადა  რაიან ჰარისმა.