საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნინო ლომჯრიამ დეპუტატების კითხვებს მოუსმინა. მან უმრავლესობის წევრების გიორგი ვოლსკისა და ნინო წილოსანის კითხვას უპასუხა თვითმმართველობის არჩევნებისთვის გენდერულ კვოტირებასთან დაკაშირებული ცვლილების შესახებ.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სახალო დამცველი წლებია რაც იძლევა რეკომენდაციას რომ საარჩევნო სისტემა გახდეს უფრო მეტად პროპორციული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის და ასევე მიგვაჩნია, რომ პროპორციული უფრო კარგად, ადეკვატურად და პროპორციულად ასახავდა ასახავადა რეალობას. განსაკუთრებით ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი პროპორციული სისტემა.
მე არ ვფიქრობ, რომ ქალთა კვოტირების მაჩვენებელი უნდა შევამციროთ. დღეს მოქმედი კვოტითაც ჩვენ ვერ ვიღებთ ქალთა იმ რაოდენობის წარმომადგენლობას რაც იქნებოდა სამართლიანი და ადეკვატური წარმომადგენლობა. ამიტომ თუ სისტემა იცვლება და უფრო მეტად პროპორციული ხდება, მე ვფიქრობ, რომ ამით ქალბმაც უნდა ისარგებლონ. ამიტომ მე არ ვფქორიბ, რომ თუ თვითმმართველობის სისტემა იცვლება უნდა შევამციროთ ქალთა კვოტირების მაჩვენებელი. ნებისმიერი ცვლილება უნდა გვაბრუნებდეს არა უკან, არამედ უნდა იყოს უფრო უკეთესი და სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული, “- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
2021 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას არსებითად შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული (პროპორციული) სიების შედგენის წესი. ცვლილების თანახმად: პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება 2028 წლამდე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა არჩევნებისთვის ისე შეადგინოს პარტიული სია, რომ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
ამჟამად, კანონის მოქმედი რედაქციით სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.