„არ ჩამიბარებია, თუ? ჩავაბარებ ნარკოტესტს”, – ამის შენსახებ „ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.
„კალაძეს კი ვეტყვი, რომ მისთვის მთავარი დემოკრატიის ტესტი უნდა იყოს და ამაზე საუბრობდეს. თუ უნდა, ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ. IQ ტესტი”, – აღნიშნა მელიამ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში 6 სექტემბერს ნარკოტესტი ჩააბარა. მან ასევე მოუწოდა ყველა კანდიდატს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები.