თურნავა: მთავრობამ ქუთაისის აეროპორტისა და რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა

პუბლიკა

მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტს. ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში უკვე შევა ექსპლუატაციაში. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პროექტები ერთმანეთის პარალელური ყოფილიყო. აეროპორტი რკინიგზას დაუკავშირდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურს და სადგურამდე მისასვლელ გზას. ეს უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე მგზავრებს უფასო შატლი მოემსახურება.

LB loan image desktop LB loan image mobile