ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წიაღისეულის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ წიაღისეულის მოპოვება ასობით ადამიანის დასაქმების წყაროა.
„პარალელურად მიმდინარეობს წიაღისეულის ლიცენზიების გაცემის პროცესი, გამჭვირვალედ. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც საზოგადოებისა და პარლამენტის ჩართულობას საჭიროებს, რომელზეც არაერთგვაროვანია, ხოლმე, რეაქცია, სხვადასხვა სოფლად, დასახლებულ პუნქტში, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ჩვენი აქტივია და ძალიან დიდი სიმდიდრე და ასობით ადამიანის დასაქმების წყარო, ეს დარგი საჭიროებს ძირეულ რეფორმას, თანამედროვე ტრანსფორმაციას, რა პროცესიც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ჩართულობით.“ – განაცხადა თურნავამ.