თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრებას მხარს დაუჭერს

პუბლიკა

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ს ალიანსში გაწევრებას მხარს დაუჭერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრებას.

აქამდე თურქეთი შვედეთისა და ფინეთის სახელმწიფოების NATO-ში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი თავშესაფარს აძლევდნენ ქურთ აქტივისტებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლიდა.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა შეთანხმებას, რამაც მწვანე შუქი აუნთო ფინეთისა და შვედეთს დასავლური ქვეყნების სამხედრო ალიანსში გაწევრებას.

ფინეთის პრეზიდენტმა  საული ნიინისტემ განაცხადა, რომ „ ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, სრულად დაიცავს NATO-ს კონტრტერორისტულ პოლიტიკას“.

BBC საინფორმაციო სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა „მიიღო ის, რაც სურდა“.