Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით 571 ადამიანია ინფიცირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 31, ხოლო 30 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. 1 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 ადამიანი.
აზერბაიჯანში ინფიცირებულია 359 პირი. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია აზერბაიჯანის 26 მოქალაქე, ხოლო 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
კორონავირუსის 13 531 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება თურქეთში. მათგან გარდაცვლილია 214 პაციენტი. ქვეყნის მაშტაბით 243 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 847 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
2 777 დადასტურებული შემთხვევაა რუსეთში. გარდაიცვალა 24 პირი. გამოჯანმრთელებულია 190, ხოლო კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა.
ირანში კორონავირუსის 2 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში. ჯამში ინფიცირებულია 47 593 ადამიანი. მათგან გარდაცვლილია 3 036 მოქალაქე, ხოლო 15 473 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება საქართველოს, StopCov.ge-ს ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული 115 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 783 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 მოქალაქე.