საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 23 გამოჯანმრთელებულია.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორისაა ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაასაჯაროვა და სოციალურ ქსელში დაწერა.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 301.