თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას ასობით ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, გაზიანთეფის პროვინციაში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას, რომელიც ღამით, 04:17 საათზე დაფიქსირდა, მოჰყვა ნრგევა და მსხვერპლი.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო მონაცემებით, მათთან დაღუპულია 76 ადამიანი, 440-ზე მეტი კი დაშავდა.

უფრო დიდია მსხვერპლი სირიაში. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში მიწისძვრის შედეგად 237 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთსა და სირიაში ამჟამად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ეძებენ. სირიისა და თურქეთის გარდა მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც.