თურქეთში ავიაკატასტროფას 11 სამხედრო ემსხვერპლა

პუბლიკა

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, დაშავდა – 2 – ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავიაკატასტროფა ქალაქ თათვანთან ახლოს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, 9 სამხედრო ადგილზე დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

როგორც Aljazeera იუწყება, თავდაცვის მინისტრმა ავიაკატასტროფას უბედური შემთხვევა უწოდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.