თურქეთში კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 14:24 საათზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მოხდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია გამოიწვია თუ არა ბოლო მიწისძვრამ ნგრევა და მსხვერპლი.

წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ კი, ბოლო მონაცემებით, 1200-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 912 ადამიანი, 5000-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო ცნობებით, 300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული სირიაში. თუმცა სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქეც.