თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ორი მიწისძვრა, 16:39 საათზე და 16:40 საათზე მოხდა ჩვენი პროვინციის მალათიის იეშილიურტის რაიონში. ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. საველე სკანირების კვლევები გრძელდება“, – განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა, იუნუს სეზერმა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ და გარეთ იმყოფებიან.