თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს. 

„ორი მიწისძვრა, 16:39 საათზე და 16:40 საათზე მოხდა ჩვენი პროვინციის მალათიის იეშილიურტის რაიონში. ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. საველე სკანირების კვლევები გრძელდება“, – განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა, იუნუს სეზერმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ და გარეთ იმყოფებიან.

LB image desktop LB image mobile