„პოლიტმეტრის“ ავტორები და სარედაქციო შემადგენლობა „ტვ პირველს“ ტოვებენ

პუბლიკა

„TV პირველის” გადაცემა „პოლიტმეტრის” წამყვანებმა, ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ არხს დატოვეს. ამის შესახებ მათ დღევანდელი „პოლიტმეტრის“ დასრულების შემდგომ განაცხადეს.

„მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ სამქეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე… ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის რაც ჟურნალისტური სტანდარტის გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით“,- განმარტა ჟიჟილაშვილმა.

„აქ ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო , ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში, იყო სხვა ფაქტორები, მედია სტანდარტი, ასევე ნიშა რომლითაც „ტვ პირველმა“ საკუთარი თავი იპოვა, დაიმკვიდრა. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის, ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, ეს 5 წელი ამ პრინციპებით ვხალმძღვანელობდით, რა და როგორ გამოგვდიოდა ეს თქნი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც.

თანამშრომლობის რესურსი როგორც აღმოჩნდა ამოწურულია , აქვე კერძო არხსაც აქვს უფლება ისე გააგრძელოს მუშაობა როგორც თავად მიაჩნია , ჩვენც ვიყენებთ უფლებას მივიღოთ გადწყვეტილება, „ტვ პირველს“ პოლიტმეტრის ავტორებთან ერთად ტოვებს მისი სარედაქციო შემადგენლობა, პროდიუსერები და ჟურნალისტები“,- განაცხადა ვახო სანაიამ გადაცემის ბოლოს.