თვითიზოლაციის დარღვევისთვის 3 პირი 3-3 000-ით დააჯარიმეს და კარანტინში გადაიყვანეს

პუბლიკა

პოლიციამ იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოავლინა.

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი პოლიციამ ადმინისტრაციულად 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.