ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება ისჯება - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება:

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზის შეძენა შესაძლებელია ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile