ტყუილებს რომ დაანებებთ თავს, მერე დაგელაპარაკებით - გორის მერი ჟურნალისტს

პუბლიკა

გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – რას გეგმავს გორის მერია წინასაახალწლო ღონისძიებებზე? – არ უპასუხა.

მას შემდეგ, რაც „TV პირველის“ ჟურნალისტმა ხინჩეგაშვილს უთხრა, რომ კომენტარისთვის რამდენიმე საათი ელოდებოდა, გორის მერმა უპასუხა, რომ არ უნდა დალოდებოდა, რადგან კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ მისცემს, რაც „ტყუილებს თავს დაანებებენ“.

„მერე გითხარით, კომენტარს-მეთქი ვაკეთებ, რომ მელოდებოდით?! არ მითქვამს. რატომ მელოდებოდით?!

გითხარით – არ ვაკეთებ კომენტარს. თუ რატომ არ ვაკეთებ კომენტარს, გეუბნებით – იმიტომ, რომ ტყუილებს რომ დაანებებთ თავს, მერე დაგელაპარაკებით“, – მიმართა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტს.