ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა - ერმაკი

პუბლიკა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მან დააკონკრეტა, რომ გაცვლის შედეგად უკრაინამ 6 ოფიცერი, 101 მორიგი და სერჟანტი დაიბრუნა. 79 მათგანი იცავდა აზოვსტალს.

„ბრძოლაში ბევრი დაჭრილი დავაბრუნეთ სახლში. კერძოდ, მოვახერხეთ მძიმედ დაჭრილები მარიუპოლიდან, „აზოვსტალიდან”, ნამსხვრევებით გამოწვეული ხელებისა და ფეხების ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ცეცხლსასროლი ჭრილობებით. არის ხალხი ამპუტირებული კიდურებით და დამწვრობებით, რომლებიც სახის ნაწილს ვერ გრძნობენ, ინფიცირებული ჭრილობებით. ასევე არის ელენოვკას კოლონიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი მეომარი. ბევრმა ჩვენმა ბიჭმა ჭრილობები ჯერ კიდევ მარტში მიიღეს. სახელმწიფო ყველაფერს იზამს, რომ თითოეულ მათგანს დაეხმაროს”, – წერს ერმაკი.