უახლოეს მომავალში AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცრები - ბორის ჯონსონი

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის უახლოეს მომავალში Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრება.

რამდენიმე ქვეყანამ Oxford / AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, რის მიზეზადაც  გვერდითი ეფექტების, თრომბის წარმოქმნა დაასახელდა.

AstraZeneca აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის განვითარების რისკის  შესახებ მტკიცებულება არ დასტურდება.

კომპანიის განცხადებით, გულმოდგინედ შემოწმებამ აჩვენა, რომ ვაქცინა არ ზრდის ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის რისკებს განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ ქვეყნისა. კომპანია აცრილი 17 მილიონი ადამიანის მონაცემებს ეყრდნობა.