რას წერენ ავტორიტეტული მარეგულირებლები „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე

პუბლიკა

„ასტრაზენეკა“ აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის განვითარების რისკის  შესახებ მტკიცებულება არ დასტურდება.

კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გულმოდგინედ შემოწმებამ აჩვენა, რომ ვაქცინა არ ზრდის ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის რისკებს განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ ქვეყნისა. კომპანია აცრილი 17 მილიონი ადამიანის მონაცემებს ეყრდნობა.

დიდი ბრიტანეთის წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელის წარმომადგენელის დღევანდელი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება შეაჩერა, ადამიანებმა უარი არ უნდა თქვან მის მიღებაზე, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი მიღება სარისკოა. მისივე თქმით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინა თრომბის გამომწვევი არ ყოფილა.

ასევე ევროკავშირის წამლის სააგენტოს განცხადებით, „არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინამ შეიძლება რაიმე ისეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელიც გვერდითი ეფექტების ნუსხაში არაა შეყვანილი“.

გარდა ამისა, მსფოლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ მიღება არ უნდა შეაჩერონ, რადგან მოცემული ჩვენება არ მიუთითებს იმაზე, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ჯანმოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორგანიზაცია უსაფრთხოებასათან დაკავშირებით ყოველ შეტყობინებას იძიებს, თუმცა ვაქცინასა და ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ შემოსულ შეტყობინებებს შორის ამ დრომდე მიზეზშედეგობრივი კავშირი არ გამოვლენილა.